პრემიუმ კლასის ავტომობილის გაყიდვა განსაკუთრებულ მიდგომასა და პროფესიონალიზმს მოითხოვს. ჩვენი გუნდი სპეციალიზდება ექსკლუზიურად პრემიუმ სეგმენტზე. ეს საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ რეალიზაციის მაქსიმალურ ფასებს და უზრუნველვყოთ მომსახურების უნაკლო ხარისხი როგორც გამყიდველისთვის, ასევე მყიდველისთვის. გვესმის, რომ პრემიუმ კლასის ავტომობილების მფლობელები აფასებენ არა მხოლოდ შედეგს, არამედ პროცესსაც – ამიტომ, გარანტიას ვიძლევით სრულ კონფიდენციალურობაზე, პროფესიონალურ პრეზენტაციაზე და ყველა ოპერაციის იურიდიულ მხარეზე.
ექსპერტული შეფასება და ოპტიმალური საბაზრო ღირებულების განსაზღვრა ჩვენს ექსპერტ-შემფასებლებს აქვთ საერთაშორისო, მრავალწლიანი გამოცდილება პრემიუმ კლასის ავტომობილების ბიზნესში. ვატარებთ კომპლექსურ შეფასებას, რომელიც მოიცავს ტექნიკურ მდგომარეობას, საბაზრო მდგომარეობას, კონკრეტული ეგზემპლარის უნიკალურ მახასიათებლებს, ფლობისა და ექსპლუატაციის ისტორიას. ვიყენებთ აუქციონების, დილერების შეთავაზებებისა და კერძო გარიგებების მონაცემებს ზუსტი საბაზრო ღირებულების განსაზღვრისთვის. გთავაზობთ ღირებულების ოფიციალურ დოკუმინტირებას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სადაზღვევო და იურიდიული მიზნებისთვის.
პროფესიონალური ფოტო/ვიდეო გადაღება და შეთავაზების შექმნა პროფესიონალი ფოტოგრაფებისა და ვიდეოგრაფების გუნდი ქმნის უმაღლესი ხარისხის მარკეტინგულ კამპანიებს. ჩვენ ვქმნით სრულ ვიზუალურ დოკუმენტაციას: ექსტერიერი, ინტერიერი, ტექნიკური დეტალები, დოკუმენტები. ვამუშავებთ ინდივიდუალურ შეთავაზებას ავტომობილის ისტორიის, მისი უნიკალური მახასიათებლებისა და უპირატესობების დეტალური აღწერილობით.
პოპულარიზაცია საერთაშორისო გაყიდვების არხებით განვათავსებთ ინფორმაციას გაყიდვის შესახებ წამყვან საერთაშორისო საავტომობილო პორტალებზე, სპეციალიზებულ გამოცემებსა და კოლექციონერების დახურულ საზოგადოებებში. ვიყენებთ პრემიუმ კლასის ავტომობილების პოტენციური მყიდველების საკუთარ ბაზას, რომელიც მოიცავს კერძო კოლექციონერებს, დილერებსა და საინვესტიციო ფონდებს. ვატარებთ პერსონალურ პრეზენტაციებს დაინტერესებული მყიდველებისთვის, ვაწყობთ ტესტ დრაივებსა და ტექნიკურ შემოწმებებს.
სრული იურიდიული მხარდაჭერა რეკლამიდან მყიდველისთვის გადაცემამდე ჩვენი იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ყველა ოპერაციის უნაკლო შესრულებას და გამყიდველის ინტერესების დაცვას. ვამზადებთ ყველა საჭირო დოკუმენტს, ვამოწმებთ ავტომობილის იურიდიულ მხარეს, ვაწყობთ უსაფრთხო ანგარიშსწორებას. ჩართულები ვართ რეგისტრაციის პროცედურაში, ვწყვეტთ საბაჟო საკითხებს საერთაშორისო გაყიდვებისას. ჩვენ გარანტიას ვიძლევით გამყიდველის სრული კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვაზე გარიგების ყველა ეტაპზე.


